ჩვენ შესახებ

platform 13 - ცვლილებების აკადემიაა, რომელიც შევქმენით იმისთვის, რომ სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ადამიანებს მივცეთ ის უნარები, ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აუცილებელია დინამიკურ და მუდმივად მოძრავ სამყაროში წარმატების მისაღწევად. გვჯერა რომ სწავლების ინოვაციური მიდგომებით, პრაქტიკულობითა და უშუალობით შევძლებთ უკეთესობისკენ შევცვალოთ ადამიანების ყოველდღიურობა და გარემო, რომელშიც ისინი იმოქმედებენ.

platform 13-ის 13 უნიკალურობა

1.         რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული პროგრამები - ჩვენი სასწავლო გეგმა მორგებულია რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

2.         საავტორო კურსები - ჩვენს აკადემიაში დაგხვდებათ უნიკალური, საავტორო კურსები.

3.         უახლესი მეთოდები - ჩვენთან არ დაგხვდებათ სწავლების მოსაწყენი და მოძველებული მეთოდები.

4.         პრაქტიკა - ჩვენ გვჯერა, რომ თეორიულ ცოდნაზე მეტად ადამიანებს პრაქტიკული, რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლება ეხმარებათ.

5.         ინტერაქცია - კურსებზე მაქსიმალური იქნება თქვენი ჩართულობა.

6.         ხარისხი - კურსებს გაუძღვებიან პროფესიონალი ლექტორები.

7.         მოქნილობა - კურსს გაივლით ნებისმიერი ადგილიდან, თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

8.         ინდივიდუალური კონსულტაცია - მიიღებთ რეკომენდაციებს თქვენთვის საჭირო საკითხებზე.

9.         სახალისო ლექციები - თამაშებზე და სიმულაციებზე დაფუძნებული სწავლება ვერასდროს იქნება მოსაწყენი.

10.         კონტაქტები - გაცნობთ საჭირო ადამიანებს და დაამყარებთ საჭირო კონტაქტებს.

11.         ხრიკები - ჩვენს კურსებზე ისწავლით ძალიან ბევრ სასარგებლო ხრიკს, რომელიც გაამარტივებს თქვენს ყოველდღიურობას.

12.         გამოწვევები - მუდმივად გაგიზიარებთ ინდუსტრიის ტენდენციებსა და გამოწვევებს.

13.         შედეგი - ჩვენთან მიიღებთ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ კურსის ბოლოს უკვე გექნებათ რეალურ პროექტებზე, თუ ქეისებზე მუშაობის გამოცდილება.