კურსი - სად გავყიდოთ ჩვენი პროდუქტი, განკუთვნილია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, მეწარმეებისთვის და ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ შეისწავლონ ეფექტიანი გაყიდვების ინსტრუმენტები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. მსმენელები კურსის ფარგლებში შეძლებენ აღმოაჩინონ მათი პროდუქტის ძლიერი მხარეები, შეისწავლონ მათი სამიზნე ბაზარი, მომხმარებელი და სწორად განსაზღვრონ მათთან სასაუბრო ტონი. ასევე, კურსზე საუბარი იქნება მოლაპარაკებების ხელოვნებაზე და იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც აუცილებელია პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას მაქსიმალური შედეგის მისაღებად.