კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის, ლიდერებისთვის, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვისა და ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს შექმნას ძლიერი პერსონალური ბრენდი. კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერსონალურ ბრენდინგზე მუშაობა და როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას, უმოკლეს დროში, ამ ინსტრუმენტის გამოყენებით. კურსზე შეისწავლით ძლიერი პერსონალური ბრენდის შექმნის ყველა ძირითად ეტაპს, ისწავლით საკუთარი თავის სწორად წარმოჩენასა და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის აუცილებელ პრინციპებს.
ნატა ჩიკვაიძე
დიჯითალ კრეატორი 4-ზე მეტი წლის გამოცდილებით (350 ათასი მიმდევარი სოციალურ მედიაში);
საკვების და სასმელების მენეჯმენტის მაგისტრი college de Paris-ში
სტუმარმასპინძლობის საკონსულტაციო ბრენდის ‘’ამირბარის’’ მმართველი და დამფუძნებელი.
გაყიდვების მართვა, პიარი და მარკეტინგი საქართველოს 10-ზე მეტ სასტუმროში.
სილაბუსი: პერსონალური ბრენდინგი
ლექცია 1
კურსის მიზნებისა და მოლოდინების მიმოხილვა;
პერსონალური ბრენდინგის მნიშვნელობა ციფრულ ეპოქაში;
პერსონალური ბრენდინგის მნიშვნელობის 4 ძირითადი მაგალითი/პერსონალური ბრენდინგის დეფიციტი;
შესავალი ძირითად ცნებებში, ტერმინოლოგიასა და ციფრულ სამყაროში;
სავარჯიშო: პერსონალური ბრენდინგის აუდიტი - შევაფასოთ არსებული.
ლექცია 2
ციფრული ლანდშაფტის გაგება: სოციალური მედიის პლატფორმები და მათი შესაბამისობა;
ციფრული ანალიტიკის ანალიზი: წარმატების მეტრიკა;
თანმიმდევრულობის მნიშვნელობა პლატფორმებს შორის;
ანალიტიკაზე დაფუძნებული ქმედითი სტრატეგიების შექმნა;
თქვენი უნიკალური ტონისა და მესიჯების იდენტიფიცირება;
შინაარსის ტიპები: ვიზუალური, წერილობითი, აუდიო და ინტერაქციული;
ვორქშოფი: კონტენტის შექმნის სავარჯიშო და უკუკავშირის სესია.
ლექცია 3
პერსონალური ღირებულებების, მისიისა და ხედვის განსაზღვრა;
საკუთარი ბრენდის უნიკალური გაყიდვის წინადადების შემუშავება (USP);
მაგალითები პერსონალურ ბრენდინგში;
შექმენით ხედვა თქვენი პირადი ბრენდისთვის: გრძელვადიანი მიზნები და მისწრაფებები;
პრაქტიკული სავარჯიშო: პირადი ბრენდინგის კონცეფციის შექმნა;
კურსელების გამოხმაურება და რევიზია: კონცეფციის დახვეწა.
ლექცია 4
საერთო ღირებულებების მქონე ადამიანების გაერთიანების მნიშვნელობა მნიშვნელობა პერსონალურ ბრენდინგში;
თქვენი სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება და ჩართულობა;
ანალიზი: ერთობის შექმნის წარმატებული მაგალითები;
პერსონალურ ბრენდინგში ინფლუენსერების როლის გაგება;
ვორქშოპი: ადაპტირებადი კონტენტის შექმნა LinkedIn, Instagram, Facebook, TikTok, Youtube-სთვის;
პირადი ბრენდის სამოქმედო გეგმის შექმნა.
ლექცია 5
რეპუტაციის მართვის მნიშვნელობის გააზრება პერსონალურ ბრენდინგში;
კრიზისზე რეაგირების გეგმის შემუშავება: ნეგატიური უკუკავშირისა და წინააღმდეგობების მართვა;
შემთხვევის ანალიზი: ბრენდინგის გამოწვევებისგან მიღებული გაკვეთილები;